ფეხბურთი

16:08 | 30.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სამტრედია” შემადგენლობას აძლიერებს

საქართველოს ვიცე ჩემპიონი "სამტრედია" გაძლიერებას შეუდგა. როგორც იმერული გუნდის ფეისბუქ გვერდი იტყობინება, ამიერიდან გია ცეცაძის გუნდში ბოლნისის "სიონის" ექსნახევარმცველი გიული მანჯგალაძე ითამაშებს. იგი "სამტრედიას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

მანჯგალაძემ გასულ სეზონში "სიონის" რიგებში 24 მატჩი ჩაატარა და 2 გოლის გატანა შეძლო. 23 წლის ფეხბურთელი უკრაინაშია დაბადებული და იქ "პოლტავას" ღირსებას იცავდა, ხოლო საქართველოში 2015 წლიდან მოყოლებული თამაშობს და "სიონამდე" საჩხერის "ჩიხურას" რიგებში ირჯებოდა.

იმერული კლუბის ფეისბუქგვერდისვე ცნობით, “სამტრედიაში” განაგრძობს კარიერას თბილისის “დინამოს” 22 წლის ფორვარდი ბაჩანა არაბულიც.

0.115442