ფეხბურთი

14:49 | 29.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუ: "გამარჯვების მომტანი გოლის გატანაში დარწმუნებული ვიყავი"

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგების შემდეგ განაცხადა, რომ გადამწყვეტი გოლის გატანაში დარწმუნებული იყო.

პორტუგალიელმა მადრიდის "ატლეტიკოსთან" პენალტების სერიაში ბოლო დარტყმის შესრულება მოუწია, თავდამსხმელის გოლმა კი "რეალს" მეთერთმეტედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა.

"უნდა გამეტანა. ვგრძნობდი, დარწმუნებული ვიყავი, რომ გადამწყვეტ დარტყმას ზუსტად შევასრულებდი. ზიდანს ვუთხარი, რომ ბოლო მივსულიყავი ბურთთან და ყველაფერი გამართლდა. დიდებული საღამო იყო, ჩემპიონთა ლიგის სამჯერ მოგება საოცნებოა." - განუცხადა უეფას ოფიციალურ ვებგვერდს რონალდუმ.

კრიშტიანუმ ზედიზედ მეოთხედ შეძლო ჩემპიონთა ლიგის სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გამხდარიყო. ამჯერად რონალდუმ აქტივში 16 გოლი გახლდათ. საერთო ჯამში, პორტუალიელი ტურნირის ყველა დროის საუკეთესო ბო,ბარდირის, მის ანგარიშზე 94 გოლია.

0.133757