ზინედინ ზიდანი გახდა პირველი ფრანგი მწვრთნელი, რომელმაც ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირი მოიგო. აქამდე ჩემპიონთა ლიგა ევროპის 12 ქვეყნის და არგენტინის წარმომადგენლებს ჰქონდათ მოგებული.
მადრიდის "რეალმა" მილანში "სან სიროზე" გამართულ შეხვედრაში "ატლეტიკო" პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა. ზიდანს ჩემპიონთა ლიგა ფეხბურთელის და მწვრთნელის ასისტენტის როლშიც აქვს მოგებული.