ვეტერანი ნიგერიელი მეკარე ვინსენტ ენიამა “ლილში” რჩება. ჩრდილოეთ ფრანგული კლუბის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი გაფორმდა.
33 წლის კარის დარაჯი “ძაღლების” ღირსებას 2019 წლის 30 ივნისამდე დაიცავს.
შეგახსენებთ, რომ ენიამა “ლილში” 2011 წლიდან თამაშობს და ლიგა 1-ში 96 მატჩი აქვს ჩატარებული.