ფეხბურთი

21:56 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატიე ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საფრანგეთის ნაკრებს ტრავმის გამო მეორე ცენტრალური მცველი გამოაკლდა. ჟერემი მატიემ კუნთის ტრავმა გაიმიზეზა და ამის გამო, კონტინენტის პირველობას გამოტოვებს.

დიდიე დეშამმა მის ნაცვლად, “ლიონის” ცენტრალურ უკანახაზელს სამუელ უმტიტის უხმო, რომელიც სარეზერვო სიაში იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ “მამლებს” აქამდე რაფაელ ვარანი გამოაკლდათ, რომელიც ადილ რამიმ ჩაანაცვლა.

0.113123