ფეხბურთი

17:51 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სახოს ბრალდება მოუხსნეს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ინგლისური “ლივერპულის” მცველს მამადუ სახოს დოპინგის მოხმარების ბრალდება მოეხსნა. როგორც L'Equipe-ი იტყობინება, ფეხბურთელის ადვოკატმა დაამტკიცა, რომ პრეპარატი, რომელსაც სახო ორგანიზმიდან ცხიმის მოსაშორებლად იყენებდა, უეფას აკრძალული პრეპარატების სიაში არ არის.

ამის გათვალისწინებით, უეფას სპეციალურმა კომისიამ ფრანგი მცველისთვის დაწესებული 30-დღიანი დისკვალიფიკაციის შეწყვეტის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება და 26 წლის ფეხბურთელი ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე თამაშს შეძლებს, თუკი საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი განაცხადში შეიყვანს.

სახოს დოპინგის გამოყენებაში მას შემდეგ ადანაშაულებდნენ, რაც ევროპის ლიგაში “მანჩესტერ იუნაიტედთან” (1:1) მატჩის შემდეგ მისთვის ჩატარებულმა ტესმა დადებითი შედეგი აჩვენა. საქმის საბოლოო გამოძიებამდე მამადუს თამაში აკრძალული ჰქონდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 6-თვიანი დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა.

0.115413