შვედი ზლატან იბრაჰიმოვიჩი თავისუფალი აგენტია და ბუნებრივია, მის მიმართ ინტერესი დიდია. ბოლო დროს სკანდინავიელი ფორვარდის მომავალს აქტიურად “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებენ, მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელის აგენტმა მინო რაიოლამ თქვა, მისი კლიენტი “მანჩესტერში” არ გადავა.
“ჯერ გადაწყვეტილი არაფერია. ვფიქრობ, დასასრული ყველასთვის ნამდვილი სიურპრიზი იქნება. ყველა ამბობს, “იუნაიტედი”, “იუნაიტედი” და მხოლოდ “იუნაიტედი”. ერთადერთი, რაც დანამდვილებით შემიძლიათ გითხრათ, არის ის, რომ კარიერას არ დაასრულებს, მაგრამ დანარჩენი ჯერ კიდევ გადასაწყვეტია. “მანჩესტერის” შესახებ სიმართლე არაა”, - თქვა მინო რაიოლამ.
მანიუს გარდა, ზლატანს შეთავაზებები იტალიიდანაც აქვს, ეს უშუალოდ ფეხბურთელმა დაადასტურა. თუ იტალიურ მედიას დავუჯერებთ, ვეტერან შემტევს აპენინზე ტურინის “იუვენტუსი” და “მილანი” ეპატიჟება და ვინ იცის, შესაძლოა, რაიოლას დააანონსებულ სიურპირზში ზლატანის “ბებერ ქალბატონში” დაბრუნება იგულისხმებოდეს...