ფეხბურთი

14:38 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“სან სირო” – “რეალის” და რონალდუს ცუდი მოგონებების ადგილი

დღეს, მილანის “სან სიროზე” უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში მადრიდული დერბი გაიმართება. თუმცა, აღნიშნული სტადიონი “რეალისთვის” და კრიშტიანუ რონალდუსთვის არცთუ კარგ მოგონებებთან ასოცირდება. საქმე ისაა, რომ “სამეფო კლუბს” მილანში აქამდე ევროთასების ეგიდით (ოფიციალურ მატჩებში) 14-ჯერ უთამაშია, მაგრამ გამარჯვება ერთხელაც არ მოუპოვებია. რაც შეეხება კრიშტიანუს, მისთვის “სან სირო” ჯერაც იმ იშვიათ არენად რჩება, სადაც პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გოლის გატანა ვერაფრით მოახერხა...

თავის მხრივ, ყველაფერი პირიქითაა “ატლეტიკოსთვის”, რომელსაც “სან სიროზე” მოგებული აქვს. 2014 წლის 19 თებერვალს, “როხიბლანკომ” ლიგის მერვედფინალში “მილანს” ამ სტადიონზე დიეგო კოშტას 83-ე წუთზე გატანილი გოლით მოუგო. აღსანიშნავია, რომ ეს ბოლო თამაშია დღემდე, რომელიც მილანის ულამაზეს ნაგებობაში ჩემპიონთა ლიგის ეგიდით ჩატარდა.

შეძლებენ თუ არა, “რეალი” და რონალდუ მათთვის უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას, ამას დღეს გვიან ღამით გავიგებთ. შეხვედრა თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

0.111532