ფეხბურთი

12:54 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მატერაცი ზიდანის ქომაგია

მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი მარკო მატერაცი დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალში ზინედინ ზიდანის გულშემატკივარია. როგორც “მატრიქსის” სიტყვებს “გაძეტა დელო სპორტი” ციტირებს, იგი ფრანგისკენ იმიტომაა, რომ დიეგო სიმეონე მასში გაცილებით ცუდ მოგონებებს აღძრავს.

“ზინედინ ზიდანისკენ ვარ, რადგან სიმეონე 2002 წლის 5 მაისს მაგონებს – თქვა მატერაციმ – “ატლეტიკო” ძალიან ორგანიზებული გუნდია. სიმეონე “ინტერის” მწვრთნელად კარგი იქნება, ასე მილანელები ძველ სიმაღლეზე დაბრუნებას შეძლებენ. “რეალი” კი ზიდანის მისვლის შემდეგ უფრო ძლიერი გახდა და როგორც იქნა, მათი თამაში მეც მომწონს. დღეს ლამაზ თამაშს ველოდები, რომელშიც ბევრი სახიფათო მომენტი იქნება”, - დასძინა იტალიელმა მცველმა.

მოკლედ, საქმე ისაა, რომ 2002 წლის 5 მაისს, მატერაცის “ინტერი” სიმეონეს “ლაციომ” (4:2) დაამარცხა (ერთი გოლი არგენტინელმაც გაიტანა), “ინტერნაციონალეს” აღნიშნული მარცხი სკუდეტოს დაკარგვის ფასად დაუჯდა და იგი “იუვენტუსმა” მოიგო. როგორც ჩანს, მარკოს 2006 წლის მუნდიალის სკანდალურ და ცნობილ ეპიზოდზე გაცილებით ცუდად იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტური აგონდება 2001-2002 წლების სეზონიდან...

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116175