სხვა

2:15 | 28.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ძალოსნობის და საწყლოსნო სახეობების ფედერაციებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

საქართველოს ძალოსნობის ეროვნულმა ფედერაციამ და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციამ თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს.

მხარეები გამოხატავენ საწყლოსნო სახეობების და ძალოსნობის განვითარების, პოპულარიზაციის და ხელშეწყობის სურვილს.

აღნიშნული ფედერაციები გამოთქვამენ მზადყოფნას 2016 წლის ბოლომდე მხარი დაუჭირონ ერთმანეთს და ფედერაციების ეგიდით გასამართ ნებისმიერ საერთაშორისო თუ ლოკალურ ტურნირს წარმომადგენლობითი შემადგენლობით დაესწრონ. ასევე, მხარეების მიერ მომავალში გასათვალისწინებელი აქტივობები დაიგეგმოს და შევიდეს აღნიშნული მემორანდუმის პირობებში.

დავით რურუა (საწყლოსნო სახეობათა ფედერაციების პრეზიდენტი): „პატივს ვცემთ ძალოსნებს და პირადად, ბატონ კახის. უდიდესი ნებისყოფის მქონე ხალხია. სიამოვნებით დავესწრებით საქართველოში ჩასატარებელ ყველა ტურნირს ძალოსნობაში.“

კახი კახიაშვილი (ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი): „ძალიან მალე, ივნისის ბოლოს თბილისში იუნიორთა მსოფლიოს ჩემპიონატი ჩატარდება. ჩვენი ფედერაცია გულკშემატკივრებს მაქსიმალურ კომფორტს შეუქმნის. ჩვენთვის მნიშნელოვანი იქნება წყალბურთელების, მოცურავეების მხარდაჭერა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდით არის.“

0.12037