ქართველი კალათბურთელი თორნიკე შენგელია რანდენიმეთვიანი იძულებითი უქმობის შემდეგ, მოედანს დაუბრუნდა. შეგახსენებთ, რომ თოკის მუხლის ტრავმა აწუხებდა, თუმცა, ესპანური ლიგის პლეი-ოფისთვის მომჯობინება შესძლო და პირველივე მეოთხედფინალურ შეხვედრაში ჩაერთო.
შეგახსენებთ, რომ შენგელიას “ლაბორალ კუჩას” მეტოქედ “გრან კანარია” ერგო. პლეი-ოფის პირველ მატჩს ბასკეთმა უმასპინძლა და ქართველი ფორვარდის კლუბმა 81:76 იმარჯვა, თორნიკემ კი მოედანზე 03:28 წუთი დაჰყო და 2 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. შენგელიამ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და 1 პერსონალური ფოლი მიიღო.
“ლაბორალ კუჩას” რიგებში საუკეთესო ამერიკელი დარიუს ადამსი იყო, რომელმაც 24 ქულა ჩააგდო. რაც შეეხება მაიკ ჯეიმსს, ვისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ჩარიცხვის საკითხიც, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, მან 20:59 წუთში 11 ქულა, 3 მოხსნა და 4 პასი მოაგროვა.
29 მაისს, მეოთხედფინალის მე-2 შეხვედრას “გრან კანარია” უმასპინძლებს.