“ვალენსიას” თავდამსხმელით ალვარო ნეგრედოთი “მილანი” და “ინტერი” ინტერესდებიან – იუწყება გამოცემა Cadena Ser.
ამის შესახებ თავად ფეხბურთელმა განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ აგენტმა აცნობა. გარდა ამისა, ალვაროთი ჩინური კლუბებიც ინტერესდებიან, რომლებიც ძალიან მაღალ ხელფასს სთავაზობენ.
ალვაროს თქმით, ჯერ არ იცის დარჩება თუ არა “ვალენსიაში”, თუმცა მისი სურვილი რომელიმე წამყვან ჩემპიონატში თამაშია და ამ ეტაპზე ჩინეთში თამაში არ ხიბლავს.
30 წლის ფორვარდმა განვილილ სეზონში 40 შეხვედრა ჩაატარა, 12 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.
მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონი ევროა.