“ლევანტეს” 46 წლის სპეციალისტი რუბი აღარ გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია ვალენსიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
ესპანელმა მწვრთნელმა ‘სიუდად დე ვალენსია” ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე დატოვა.
შეგახსენებთ, რომ მან “ბაყაყები” 2015 წლის 28 ოქტომბერს ჩაიბარა, თუმცა ლა ლიგაში ადგილი ვერ შეუნარჩუნა და გათამაშება მე-20 ადგილზე დაასრულა.