ესპანელმა რაფაელ ნადალმა “დიდი სლემის” ტურნირებზე მეორასე გამარჯვება იზეიმა. რაფამ “როლან გაროსის” 1/32-ფინალში არგენტინელი ფაკუნდო ბაგნისი 6:3, 6:0, 6:3 (VIDEO) დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 46 წუთს გაგრძელდა. პირველსავე გეიმში არგენტინელმა ბრეიკი გააკეთა, ეს იყო და ეს, რაფას მატჩში სხვა პრობლემა არ შექმნია.
ნადალმა 10 შესაძლებლობიდან 8 ბრეიკი შეასრულა. ესპანელმა 18 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ხოლო არგენტინელმა – 39.
ნადალი ტურნირის 1/16-ფინალში მაიუ-გრანოლერსის წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ რაფას “როლან გაროსი” ცხრაჯერ აქვს მოგებული.