ფეხბურთი

18:04 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა

ანტონიო კონტეს გაღიმების მიზეზი როგორც იქნა მიეცა – საქმე ისაა, რომ დანიელე დე როსის გუშინ მიღებული ტრავმა სერიოზული არ გამოდგა, მან დღეს კოვერჩანოს ბაზაზე სრული დატვირთვით ივარჯიშა. მოგეხსენებათ, 32 წლის დე როსის ქუსლის დაზიანება აღენიშნებოდა, რამაც “სკუადრა აძურას” ტიფოზები შეაშინა.

ამასთან, დღესვე ფლორენციის ერთ-ერთ კლინიკაში გამოკვლევა ჩაუტარდებათ რიკარდო მონტოლივოსა და ტიაგო მოტას და მათი ტრავმის სიმძიმეც საბოლოოდ დადგინდება.

მოგეხსენებათ, იტალიის ნაკრებმა ტრავმების გამო ორი წამყვანი ნახევარმცველი კლაუდიო მარკიზიო და მარკო ვერატი უკვე დაკარგა.

0.120062