ფეხბურთი

15:07 | 26.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენიტესი “ნიუკასლში” დარჩა

ინგლისურ “ნიუკასლ იუნაიტედს” ჩემპიონშიპშიც რაფაელ ბენიტესი გაწვრთნის. ამის შესახებ “კაჭკაჭების” ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ესპანელი სპეციალისტი “სენტ ჯეიმს პარკზე” 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით დარჩება.

“ძალიან გახარებული ვარ “ნიუკასლში” დარჩენით. ჩემს გადაწყვეტილებაში დიდი როლი გულშემატკივართა მიერ ჩემდამი გამოჩენილმა სიყვარულმა ითამაშა. “ნიუკასლი” მნიშვნელოვანი გუნდია და მინდა მისი მომავლის ნაწილი მეც ვიყო”, - თქვა ახალი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ბენიტესმა.

მოგეხსენებათ, ბენიტესმა ერთი წლის წინ “რეალი” ჩაიბარა, მაგრამ მიმდინარე წლის იანვარში “სამეფო გუნდიდან” დაითხოვეს, ხოლო მერე მას საშველად “იუნაიტედმა” უხმო. მიუხედავად ამისა, “ჯორდებმა” პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ მოახერხეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114964