გერმანულმა “ჰოფენჰაიმმა” ინგლისის ჩემპიონ “ლესტერ სიტის” თავდამსხმელი ანდრეი კრამარიჩი შეიძინა. ამის შესახებ “სოფლელების” ვებგვერდი გვამცნობს. 24 წლის ხორვატმა შემტევმა გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
კრამარიჩმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ისედაც “ჰოფენჰაიმში” გაატარა, ოღონდ იჯარით (15 მატჩი, 5 გოლი).
ანდრეი კრამარიჩი “ლესტერში” ხორვატული “რიეკადან” 2014 წლის ზაფხულში ჩაირიცხა, წელიწადნახევარში “მელიების” შემადგენლობაში მხოლოდ 15 შეხვედრაში ითამაშა და 2 გოლის გატანა შეძლო.