საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მიხეილ გაბრიჩიძე სამუშაო ვიზიტით ქალაქ ფოთში იმყოფებოდ, სადაც ადგილობრივი თვითმმართველობისა და სპორტული სამყაროს წარმომადგენელ-ხელმძღვანელებს შეხვდა, რომლებთანაც აქამდელი გაწეული სამუშაო შეაფასა და სამომავლო გეგმები დასახა.
მიხეილ გაბრიჩიძე თავდაპირველად ფოთის სპორტსკოლას ეწვია, სადაც სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტ როლანდ გარუჩავასა და კალათბურთში მოღვაწე მწვრთნელებს შეხვდა. ამის შემდეგ საქართველოსა და სამეგრელოს კალათბურთის ფედერაციების პრეზიდენტები ქალაქ ფოთის მერს, მერის მოადგილეს, საკრებულოს თავმჯდომარესა და სპორტისა და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდნენ.
მიხეილ გაბრიჩიძემ მადლობა გადაუხადა ფოთის მერ ირაკლი კაკულიას, საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე თოფურიასა და სპორტის სამსახურის უფროს გიგლა ბახტაძეს იმ სამუშაოსთვის, რომელიც ფოთის ხელმძღვანელებმა სამეგრელოს რეგიონში სპორტისა და კონკრეტულად კალათბურთის განვითარებისთვის გასწიეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ფოთის მმართველობა მომავალში მეტ ყურადღებას დაუთმობს საკალათბურთო სპორტსკოლა და ადგილობრივ ფედერაციას, რომლებსაც წინსვლასა და განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრაზე დაიგეგმა, როგორ უნდა მოხდეს ერთობლივი ძალებით სამეგრელოს რეგიონში სკალათბურთო დონის ამაღლება და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ამგვარი ხასიათის შეხვედრებს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს სხვა რეგიონებშიც გეგმავს.
www.gbf.ge