კატალონიის “ბარსელონას” წევრი დანი ალვეში დიდი ალბათობით მოახლეუბულ სატრანსფერო ფანჯრისას ნავსაყუდელს შეიცვლის. გამოცემა cadena ser-ს თუ დავუჯერებთ, ბრაზილიელი განაპირა მცველი კარიერას იტალიის ჩემპიონ ტურინის “იუვენტუსში” გააგძელებს, რომელსაც სრულიად უსასყიდლოდ შეუერთდება და 3 წლიან კონტრაქტსაც გააფორმებს. იგივე ინფორმაცია გაავრცელა კატალონურმა გამოცემა “მუნდო დეპორტივომაც”. წყაროების ცნობით, ტრანსფერი უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება, რადგან მხარეებს შორის შეთანხმება უკვე შედგა.
ისე კი, 33 წლის ალვეშს “ბლაუგრანასთან” მიმდინარე ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურება, თუმცა სურვილის შემთხვევაში გუნდის გამოცვლა წელსაც შეუძლია.
ამასთან, ესპანურ მედიაში “იუვეში” “ბარსას” კიდევ ერთი ფეხბურთელი გადაჰყავთ – ხავიერ მასკერანო. ვნახოთ, მალე გამოჩნდება, რამდენად ახლოსაა სიმართლესთან ესპანელი ჟურნალისტების პროგნოზები და ვარაუდები...