კალათბურთი

23:50 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ფინალში ,,სოხუმი“ დაწინაურდა

20 წლამდე ვაჟ კალათბურთელთა საქართველოს ჩემპიონატის ფინალურ სერიაში მოასპარეზე ,,სოხუმმა“ და ,,აკადემიამ“, რომლებმაც ნახევარფინალურ სერიაში შესაბამისად ,,მაკაბი“ და ,,ვითა“ დაამარცხეს, დღეს პირველი შეხვედრა ჩაატარეს. ფავორიტად ამ დაპირისპირებაში ზღვისპირელები ითვლებიან, რომლებმაც რეგულარული ჩემპიონატი მოიგეს.
თუ არ ჩავთვლით პირველ მეოთხედს, რომელიც ,,აკადემიამ“ 6 ქულის სხვაობით (15:9) მოიგო, შეხვედრამ სოხუმელთა სრული უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით დასრულდა - 80:64. იყო მომენტი, როცა ,,სოხუმის“ უპირატესობა 20 ქულასაც აღემატებოდა.
23 ქულით ყველაზე შედეგიანი აკადემიელი გიორგი გვიანიძე იყო, რომლის მონდომებამაც თანაგუნდელებს ვერ უშველა. სოხუმელთა შორის ყველაზე კარგი შედეგი დავით ლომიძემ (17 ქულა, 10 მოხსნა) და მამუკა ბაზუაშვილმა (16 ქულა, 19 მოხსნა) აჩვენეს.
ამრიგად, ფინალურ სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, ,,სოხუმი“ 1:0 დაწინაურდა. ამ გუნდების მეორე შეხვედრა ხვალ, 26 მაისს გაიმართება.
,,სოხუმი“-,,აკადემია“ 80:64 (9:15, 19:17, 29:14, 23:18)

0.123729