ქართველი სოფო შაფათავას და არგენტინელი ფლორენსია მოლინეროს წყვილი, რომელიც იტალიურ გრადოში მიმდინარე 25-ათასიან ტურნირზე მე-3 ნომრადაა განთესილი, ნახევარფინალში გავიდა.
შაფათავამ და მოლინერომ რუმინელ ანა ბოგდანს და რუს ევგენია როდინას 6:3, 4:6, 11:9 სძლიეს, ფინალის საგზურისთვის კი მე-2 განთესვის მქონე თურქულ-იტალიურ წყვილს (ერაიდინი-მატეუჩი) ეთამაშებიან.