ფეხბურთი

12:33 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვარანი ჩემპიონთა ლიგის ფინალს და ევრო 2016-ს გამოტოვებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და მადრიდის "რეალის" მცველი რაფაელ ვარანი ფეხის ტრავმის გამო, 2016 წლის ევროპის ჩემპიონატს და ჩემპიონთა ლიგის ფინალს გამოტოვებს. "სამეფო კლუბის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა პრესკონფერენციაზე დაადასტურა, რომ ფეხბურთელი "ატლეტიკოსთან" ვერ ითამაშებს.

ასევე, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ გამოაცხადა, რომ დიდიე დეშამმა 23-კაციან სიაში ვარანის ნაცვლად "სევილიას" ფეხბურთელი ადილ რამი შეიყვანა.

ვარანმა ტრავმა "რეალის" ვარჯიშზე მიიღო. მიმდინარე სეზონში მცველს ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა. 2015/16 წლების სეზონში რაფაელმა ჯამში 33 მატჩი ჩაატარა.

0.116885