ფეხბურთი

15:11 | 25.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბანეგა “სევილიადან” წასვლას ადასტურებს

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ დაადასტურა, რომ “სევილიადან” წასვლას აპირებს.

ევერის თქმით, “სანჩეს პისხუანზე” ბედნიერად გრძნობდა თავს და ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთული იყო.

“ეს არის ძალიან მძიმე დღე ჩემთვის. მე ბედნიერი ვარ ამ ორი წლის განმალობაში. გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ ცხოვრებაში ზოგჯერ ასეთი გადაწყვეტილებებია საჭირო. ვფიქრობ, რომ “სევილიას” მაისური კვირას ბოლოჯერ მოვირგე. აქაურობა არასდროს დამავიწყდება, ყველას გულითად მადლობას ვუხდი”, - განაცხადა 27 წლის ფეხბურთელმა.

არგენტინელი მოთამაშე “სევილიაში” 2014 წლის ზაფხულში “ვალენსიადან” გადავიდა და 92 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მან ანდალუსიური კლუბის რიგებში ევროპა ლიგის მოგება ორჯერ მოახერხა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბანეგა თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის “ინტერს” შეურთდება.

0.115964