გამოცდილი შვეიცარიელი მწვრთნელი ლუსიენ ფავრი “ნიცას” გაწვრთნის. აღნიშნული ცნობა პროვანსული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.
58 წლის სპეციალისტმა, რომელიც ბოლოს “გლადბახს” წვრთნიდა, ახალ კლუბთან სამწლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ “ნიცას” კლოდ პუელი ედგა სათავეში, მე-4 ადგილზე გაიყვანა და მომავალ სეზონში ევროპა ლიგაზე თამაშის უფლება მოუპოვა.