კალათბურთი

21:57 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

,,მგზავრები-არმია’’-,,აკადემიას’’ შეხვედრაში ორი რეკორდი გაუმჯობესდა

საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა 25-ე ეროვნული ჩემპიონატის პლეი-აუტის ბოლო ტურში, ,,მგზავრები არმია’’- ,,აკადემიას’’ შეხვედრის დროს, რომელიც მასპინძლებმა დიდი ანგარიშით 133:85 მოიგეს, მიმდინარე ჩემპიონატის ორი რეკორდი გაუმჯობესდა.
სარეკორდო გამოდგა ,,მგზავრები არმიას’’ მიერ დაგროვილი 133 ქულა და ორივე გუნდის მიერ დაგროვილი ქულათა საერთო ჯამი - 218(133+ 85) ქულა.
ერთ შეხვედრაში ერთი გუნდის მიერ დაგროვილ ქულათა ძველი რეკორდი (118 ქულა) ,,რუსთავს’’ ეკუთვნოდა, რომელიც ,, ოლიმპთან’’ პლეი-აუტის თამაშში დაფიქსირდა. ქულათა საერთო ჯამის რეკორდიც 201 (115:86) ამ მატჩზე მოდის, რომელიც ქვემოქართლელებმა მოიგეს.

0.12997