მადრიდის “რეალის” ლიდერი კრიშტიანუ რონალდუ ტრავმირებულია, თუმცა რამდენად სერიოზულია 31 წლის პორტუგალიელის დაზიანება, ხვალ გახდება ცნობილი. ფეხბურთელი დღეს იძულებული გახდა “სამეფო გუნდის” ვარჯიში ნაადრევად დაეტოვებინა, რადგან კიკო კასილიასთან ორთაბრძოლისას დაშავდა. როგორც sky sports-ი წერს, ხსენებული მიზეზის გამო კრიშტიანუ გაღიზიანებული გახლდათ და გასახდელში თურმე წყლის ბოთლიც კედელზე მიუხეთქებია.
მოგეხსენებათ, “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადება, სადაც მადრიდული გრანდი 28 მაისს, თანაქალაქელ “ატლეტიკოს” შეხვდება. შეგახსენებთ, რომ რონალდუმ ლა ლიგის ბოლო ტურის მატჩი “დეპორტივოსთან” სწორედ ტრავმის გამო ბოლომდე ვერ ჩაამთავრა და ზინედინ ზიდანმა შესვენებაზე შეცვალა.