ჩოგბურთი

19:40 | 24.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა იოლად დაიწყო

“როლან გაროსის” პირველ წრეში მსოფლიოს ნომერ პირველმა ჩოგბურელმა სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანსიუ ლუ 6:4, 6:1, 6:1 დაამარცხა. შეხვედრა საათსა და 30 წუთს გაგრძელდა. ნოლემ 14-დან 7 ბრეიკი შეასრულა. ლუმ ნოლეს მეტნაკლები წინააღმდეგობა პირველ სეტში გაუწია, მეორე და მესამე პარტიებში ჯოკოვიჩს არანაირი სირთულე არ შექმნია. სერბის მომდევნო მეტოქე რეიტინგის 161-ე ნომერი ბელგიელი სტივ დარსისია.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩს “როლან გაროსი” არასოდეს მოუგო, სერბი “საფრანგეთის ღია პირვლეობის ფინალში” სამჯერ გავიდა (2011. 2014, 2015) ორჯერ ნადალთან წააგო, ხოლო ერთხელ სტანისლას ვავრინკასთან.

0.126087