სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი 200 კვირაა, რაც AთP-ის რეიტინგის სათავეში იმყოფება. ჩოგბურთის ისტორიაში ჯოკოვიჩი გახდა მეხუთე მოთამაშე, ვინც რეიტინგის სათავეში მინიმუმ 200 კვირა დაჰყო.
ჯიმი კონორსი (268 კვირა), ივან ლენდლი (270), პიტ სამპრასი (286), როჯერ ფედერერი (302).
ჯოკოვიჩი ზედიზედ 99 კვირაა, რაც პირველი ჩოგბურთელია და ამ მაჩვენებლითაც მეხუთე ადგილზეა. პიტ სამპრასი (102 კვირა მიყოლებით), ივან ლენდლი (157), ჯიმი კონორსი (160), როჯერ ფედერერი (237).