იტალიური “მილანის” პრეზიდენტი სილვიო ბერლუსკონი გუნდის მთავარი მწვრთნელის, კრისტიან ბროკის მუშაობით კმაყოფილია. როგორც მან იტალიურ მედიას განუცხადა, იტალიის თასის ფინალში საუკეთესო “მილანი” იხილა ბოლო პერიოდის განმავლობაში.
“მადლობა კრისტიან – “იუვენტუსთან” მე ვნახე საუკეთესო “მილანი” ბოლო ორი წლის განმავლობაში. ბროკი სერიოზული და უნარიანი ადამიანია. მჯერა, რომ იგი ყველაფერს კარგად აკეთებს. რაც შეეხება მის მომავალს, ეს ყველაფერი გასარკვევია”, - თქვა ბერლუსკონიმ.
შეგახსენებთ, ზემოხსენებული შეხვედრა “იუვენტუსთან” “როსონერიმ” დამატებით დროში წააგო და ისევ ევროტურნირებს მიღმა დარჩა. ასეთი რამ კი ლომბარდიულ გრანდს მიჯრით მესამე წელია ემართება.