ევროპის 2016 წლის ჩემპიონატზე სათამაშოდ რუსეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობა ცნობილია. ლეონიდ სლუცკიმ სხვა ნაკრების თავკაცებისგან განსხვავებით გაფართოებული შემადგნელობა არ დაასახელა და პირდაპირ ის 23 მოთამაშე გააცხადა, რომელიც საფრანგეთში ითამაშებს.
რუსთა ნუსხაში არცერთი ფეხბურთელი ლეგიონერი არაა. ეს არაცაა გასაკვირი, რადგან ერთადერთი ცნობილი ლეგიონერი დენის ჩერიშევი, რომელიც “ვალენსიას” წევრია, ტრავმირებულია. ამასთან, ერთი ნატურალიზებული ფეხბურთელია: მოსკოვის “ლოკომოტივის” კარის დარაჯი მარინატო გილერმე, რომელიც ბრაზილიაშია დაბადებული.
სხვა მხრივ, კი რუსთა 23 კაციანი ნუსხა შემდეგნაირია:
მეკარეები: იგორ აკინფეევი (ცსკა), მარინატო გილერმე (“ლოკომოტივი”), იური ლოდიგინი (“ზენიტი”)
მცველები: ალექსეი ბერეზუცკი (ცსკა), სერგეი იგნაშევიჩი (ცსკა), გეორგი შეინიკოვი (ცსკა), დმირტრი კომბაროვი (“სპარტაკი”), რომან ნოიშტადერი (“შალკე”), იგორ სმოლნიკოვი (“ზენიტი”), რომან შიშკინი (“ლოკომოტივი”)
ნახევარმცველები: ალექსანდრ გოლოვინი (ცსკა). ალან ძაგოევი (ცსკა), რომან შიროკოვი (ცსკა), დენის გლუშაკოვი (“სპარტაკი”), იგორ დენისოვი (“დინამო”), ოლეგ ივანოვი (“ტერეკი”), პაველ მამაევი (“კრასნოდარი”), ალექსანდრ სამედოვი (“ლოკომოტივი”), ოლეგ შატოვი (“ზენიტი”)
თავდამსხმელები: არტიომ ძიუბა (“ზენიტი”), ალექსანდრ კოკორინი (“ზენიტი”), ფიოდორ სმოლოვი (“კრანსოდარი”)
რუსეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები ინგლისის, სლოვაკეთისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.