იტალიურმა “მილანმა” პირადი ანტირეკორდი დაამყარა. საქმე ისაა, რომ “როსონერი” ზედიზედ მესამე სეზონია ევროტურნირებზე გასვლას ვერ ახერხებს. ეს კი, ყველაზე ცუდი მაჩვენებელია მას შემდგომ, რაც ლომბარდიული გრანდი სილვიო ბერლუსკონი მფლობელობაშია. ასე კი, მოგეხსენებათ, გასული საუკუნის 80-იანი წლებიდანაა.
“მილანს” ამჯერზე ევროპა ლიგაზე გასვლა შეეძლო, თუმცა იტალიის თასის ფინალში ტურინის “იუვენტუსთან” დამატებით დროში წააგო და მომავალ სეზონშიც იტალიის ჩემპიონატით მოუწევს დაკმაყოფილება.
აქვე, იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გუნდს აუცილებლად დატოვებს კრისტიან ბროკი, “რომელმაც” “მილანი” თვეზე ცოტა მეტი ხნის წინ ჩაიბარა. მის შემცვლელად ამ დროისთვის “ემპოლის” თავკაცი მარკო ჯამპაოლო სახელდება.