კალათბურთი

13:33 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ტორონტომ” “კავალიერსი” დაამარცხა

“ტორონტომ” შინ “კლივლენდს” 99:84 აჯობა და სერიაში სხვაობა შეამცირა. კანადელები პირველსავე პერიოდში დაწინაურდნენ, რის შემდეგაც “კავალერია” მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყო. მატჩში ყველაზე მეტი 32 ქულა “ტორონტოს” ლიდერმა დემარ დეროზანმა ჩააგდო. ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 24 ქულა, 8 მოხსნა და 5 პასი შესძინა. სერიის მეოთხე შეხვედრა კანადაში 24 მაისს თბილისის დროით 04:30 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ “კლივლენდმა” წლევანდელ პლეი-ოფში პირველი მარცხი განიცადა,” “კავალერიამ” “დეტროიტს” და “ატლანტას” სერია მშრალზე 4:0 მოუგო.

“ტორონტო” – “კლივლენდი” 99:84 (27:24, 33:23, 20:23, 19:14)

https://www.youtube.com/watch?v=iy0LEW2xlbI

0.104624