ჩოგბურთი

22:23 | 22.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა მეოთხედფინალს ვერ გასცდა

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა იტალიის ქალაქ კასერტაში გამართულ 25-ათასიან ტურნირს მეოთხედფინალში გამოეთიშა.

მე-5 ნომრად განთესილმა შაფათავამ საწყის რაუნდებში იტალიელი მარტინა გარეგარო და უკრაინელი სოფია კოვალეცი შესაბამისად, 4:6, 6:3, 6:4 და 1:6, 6:2, 6:3 დაამარცხა, მეოთხედფინალში კი კიდევ ერთ აპენინელ ანასტასია გრიმალსკასთან 3:6, 6:4, 5:7 დამარცხდა.

ისიც ვთქვათ, რომ სოფო იტალიაში რჩება და მომავალ კვირაში 25-ათასიანი ტურნირის ძირითად ბადეში ითამაშებს.

0.130706