აზერბაიჯანში გამართული ევროპის 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის პორტუგალიის ნაკრებმა მოიგო. ფინალში ჰელიუ სოუზას შეგირდებმა ესპანელი თანატოლები დაამარცხეს.
ფინალამდე პორტუგალიამ 5 მატჩი ჩაატარა და გოლი არ ჰქონდა გაშვებული. ესპანეთთან შეხვედრაში ანგარიში "პორტუს" 19-წლამდელების წევრმა დიოგო დალოტმა გახსნა. სოუზას შეგირდებმა კი პირველი გოლი "მანჩესტერ სიტის" ახალგაზრდული გუნდის შემტევისგან ბრაჰიმ დიასისგან დაუშვეს. პენალტების სერიაში უკეთესი პორტუგალია აღმოჩნდა, ანტიგმირი გახდა ესპანელი მანუ მორლანესი, რომელმაც მეხუთე თერთმეტმეტრიანი ვერ გაიტანა და მეტოქემ 5:4 იმარჯვა.
ესპანეთმა უკვე მეოთხედ წააგო 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალი. ტურნირი კი 2003 წლის შემდეგ პორტუგალიამ პირველად მოიგო.