"პარი სენ ჟერმენმა" აწ უკვე გასული სეზონის საფრანგეთის თასზე გამარჯვებით დაასრულა. პარიზელებმა ფინალში "მარსელი" 4:2 (VIDEO) დაამარცხეს და აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ მეორედ იმარჯვეს.
გასულ მატჩში "მარსელისგან" გოლები ფლორიან ტოვენმა და მიჩი ბატშუაიმ გაიტანეს, ხოლო პსჟ-ს მხრიდან ბლეზ მატუიდიმ, ედინსონ კავანიმ და ზლატან იბრაჰიმოვიჩმა. შვედმა ფრანგული გრანდის საბოლოო მატჩში დუბლი შეასრულა.
მიმდინარე სეზონში პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონობასთან ერთად, ლიგის თასიც მოიპოვა, სეზონის სტარტზე კი სუპერთასის მატჩში "ლიონი" 2:0 დაამარცხა. ევროტურნირზე ლორან ბლანის გუნდის მაქსიმალური მიღწევა მეოთხედფინალი გახლდათ, სადაც "მანჩესტერ სიტის" ბარიერი ვეღარ გადალახა.