ფეხბურთი

23:49 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუნაიტედმა” 10 კაცით იმძლავრა (+VIDEO)

“მანჩესტერ იუნაიტედი” ინგლისის ასოციაციის თასის 2015/2016 წლების სეზონის გამარჯვებულია. “წითელმა ეშმაკებმა” “უემბლიზე” გამართულ ფინალურ მატჩში “კრისტალ პალასი” დამატებით დროში დაამარცხეს.

ანგარიში 78-ე წუთზე პანჩონმა გახსნა, რომელმაც ახლო მანძილიდან დავიდ დე ხეას ახლო კუთხეში გაუტანა. “იუნაიტედმა” წონასწორობა სამ წუთში აღადგინა და შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა: უეინ რუნიმ რამდენიმე მოთამაშე მოატყუა და საჯარიმოში ჩააწოდა, სადაც ყველას მარუან ფელაინიმ აჯობა და ხუან მატას თავით დაუგდო ბურთი, რომელმაც ახლო მანძილიდან შეაგდო.

105-ე წუთზე კრის სმოლინგმა მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, თუმცა “კრისტალ პალასმა” რიცხობრივი უპირატესობით ვერ ისარგებლა და 110-ე წუთზე აქეთ გაუშვა – ჟესი ლინგარდს ტიტულის მომტანი ბურთი ძალიან ლამაზი გამოუვიდა – 1:2.

“წითელმა ეშმაკებმა” ასოციაციის თასი 2004 წლის შემდეგ პირველად მოიგეს, ხოლო სულ – მეთორმეტედ.

კრისტალ პალასი – მანჩესტერ იუნაიტედი 1:2 დ.დ. 1:1 (0:0) (VIDEO)

ლონდონი, “უემბლი”

კრისტალ პალასი (4-2-3-1): ჰენესი, დანი (მარიაპა 94), დელანი, იარდი, სუარე, კაბაიე (პანჩონი 72), იედინაკი, მაკატური, ზაჰა, ბოლასი, ვიკჰემი (გაილი 86).
მწვრთნელი: ალან პარდიუ

მანჩესტერ იუნაიტედი (4-1-4-1): დე ხეა, სმოლინგი, ბლინდი, როხო (დარმიანი 66), ვალენსია, კერიკი, ფელაინი, რუნი, მატა (ლინგარდი 90), მარტიალი, რეშფორდი (იანგი 72).
მწვრთნელი: ლუის ვან გაალი

გოლები: 1:0 პანჩონი (78), 1:1 მატა (81), 1:2 ლინგარდი (110)
გაფრთხილებები: დანი, დელანი, მაკარტური – სმოლინგი, მატა, როხო, რუნი, ფელაინი, ლინგარდი
გაძევება: სმოლინგი (105)
მსაჯი: მარკ კლატენბურგი

0.16682