"შახტარმა" 2015/16 წლების სეზონის თასის გათამაშების ფინალში ლუგანსკის "ზარია" 2:0 დაამარცხა და მირჩა ლუჩესკუს დაემშვიდობა. უკრაინულ გრანდში რუმინელმა სპეციალისტმა 22-ე ტიტული მოიპოვა. აღნიშნული ინფორმაცია, კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
მირჩამ დონეცკელები 2004 წლის მაისში ჩაიბარა და პირველი ტიტული მისი გუნდისთვის უკრაინის თასი აღმოჩნდა. ლუჩესკუმ უკრაინულ გუნდს 2009 წელს პირველად მოაგებინა უეფას თასი. ქვეყნის ჩემპიონი რუმინელი სპეციალისტის შეგირდები 8-ჯერ გახდნენ, 6-ჯერ თასი მოიგეს, ხოლო სუპერთასს 7-ჯერ დაეუფლნენ.