სხვა

19:26 | 21.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

მეორე ქართული მედალი ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე

დიანა ჯიშიაშვილი ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია. ქართველმა ეტლით მოფარიკავემ, იტალიაში დღეს დასრულებულ კონტინენტის პირველობაზე ცე-კატეგორიის მონაწილეთა შორის, დაშნით ფარიკაობაში მესამე ადგილი დაიკავა. დიანამ მედლისთვის გადამწყვეტი ბრძოლა მასპინძელთა წარმომადგენელს, ბოლონინის ანგარიშით 15-7 მოუგო.

ამრიგად, საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი ორი მედლით დაასრულა. დიანამდე, ბე-კატეგორიის ხმლით მონაწილეებს შორის ვერცხლის მედალი ირმა ხეცურიანმა დაისაკუთრა. ქართული დელეგაცია იტალიიდან სამშობლოში ხვალ დაბრუნდება.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131909