მსოფლიო რეიტინგის მე-14 ნომერი ფრანგი გაელ მონფილსი “როლან გაროსზე” ვერ ითამაშებს, აღნიშნულ ინფორმაციას ტურნირის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მონფილსს ვირუსული ინფექცია აქვს, რის გამოც “როლან გაროსის” კორტებზე მისი თამაში გამორიცხულია. ვირუსი იმდენად მძიმეა, რომ ფრანგი სავადმყოფოშია გადაყვანილი.
“როლან გაროსის” ძირითადი ბადე 22 მაისს იწყება.