ფეხბურთი

1:17 | 20.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

სფფ-ის აკადემიის გუნდები მაკედონიაში დამარცხდნენ

სფფ-ის აკადემიის 14-წლამდე გუნდი მაკედონიაში მიმდინარე ოთხთა ტურნირზე ბელარუს თანატოლებს დაუპირისპირდა. შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ 2:2 დასრულდა, პენალტების სერიაში კი, ბელარუსებმა 3:1 იმარჯვეს. პაატა მეტრეველის გუნდიდან გოლები დვალისა და ტეფნაძის ანგარიშზეა.

14-წლამდე აკადემიის გუნდი: უგრეხელიძე, მარტყოფლიშვილი, ლატარია, შალიკაშვილი, მირზიკაშვილი, ტალახაძე, ჯგუჯგია, გაგნიძე, კვარაცხელია, ჟივიძე, თოხაძე.

გოლები: დვალი (62), ტეფნაძე (79).

ოთხთა ტურნირის მეორე შეხვედრაში აკადემიის 15-წლამდე გუნდი მაკედონიასთან 0:1 დამარცხდა. გიორგი ნემსაძემ მაკედონიის წინააღმდეგ ნაკრები ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ჩიკაშუა, აბზიანიძე, გულხადარაშვილი, ოდიშერიძე, აშორდია, ჩოთალაშვილი, მემარნე, მესიაჩენკო, გაგუა, ქვარაია, გულიაშვილი.

სფფ-ის პრესსამსახური

0.113952