უკრაინის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მიხაილ ფომენკომ 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის მოსამზადებელი ეტაპისთვის 26 ფეხბურთელს უხმო. უკრაინელი სპეციალისტის გუნდი ამხანაგურ შეხვედრებს რუმინეთთან და ალბანეთთან გამართავენ, შემდეგ კი სამ ფეხბურთელს შინ მოუწევს დაბრუნება.
უკრაინა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გერმანიას, ჩრდილოეთ ირლანდიას და პოლონეთს დაუპირისპირდება. უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ფომენკოს 26-კაციანი შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარე: დენის ბოიკო ("ბეშიქთაში"), ანდრეი პიატოვი ("შახტარი"), ნიკიტა შევჩენკო ("ზარია")
მცველები: ნიკიტა კამენიუკა ("ზარია"), ალექსანდრ კუჩერი ("შახტარი"), იაროსლავ რაკიცკი ("შახტარი"), არტემ ფედეცკი ("დნიპრო"), ევგენი ხაჩერიდი ("დინამო", კიევი), ვიაჩესლავ შევჩუკი ("შახტარი").
ნახევარმცველები: დენის გერმაში ("დინამო", კიევი), ოლეგ გუსევი ("დინამო", კიევი), ალექსანდრ კარავაევი ("ზარია"), ვიქტორ კოვალენკო ("შახტარი"), ევგენი კონოპლიანკა ("სევილია"), მაქსიმ მალიშევი ("შახტარი"), ივან პეტრიაკი ("ზარია"), რუსლან როტანი ("დნიპრო"), სერგეი რიბალკა ("დინამო", კიევი), სერგეი სიდორჩუკი ("დინამო", კიევი), ტარას სტეპანენკო ("შახტარი"), ანატოლი ტიმოშუკი ("კაირათი"), ევგენი შახოვი ("დნიპრო").
თავდამსხმელები: ფილიპ ბუდკოვსკიი ("ზარია"), რომან ზოზულია ("დნიპრო"), არტემ კრავეცი ("შტუტგარტი"), ანდრეი იარმოლენკო ("დინამო").