ფეხბურთი

18:01 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ვაისმა როინ კვასხვაძე გამოიძახა

ქუთაისის „ტორპედოს“ კარის დარაჯი როინ კვასხვაძე საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოიძახეს. ამის შესახებ „ტორპედოს“ ფეისბუქგვერდი იტყობინება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისიდან 8 ივნისამდე უცხოურ შეკრებას გაივლის. ამ პერიოდში დაგეგმილია სამი ამხანაგური მატჩის გამართვა: სლოვაკეთის (27 მაისს ავსტრიაში), რუმინეთის (3 ივნისს ბუქარესტში) და ესპანეთის (7 ივნისს მადრიდში) ეროვნულ გუნდებთან.

საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს ვლადიმირ ვაისს შეკრებაზე გამოძახებულ ფეხბურთელთა სია ჯერჯერობით ოფიციალურად არ გამოცხადებია.

0.113082