ფეხბურთი

17:00 | 19.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

თემურ ქეცბაია: “კვიპროსულ ფეხბურთში ყველაზე წარმატებული ადამიანი ვარ”

თემურ ქეცბაიამ განაცხადა, კვიპროსულ ფეხბურთში ყველაზე წარმატებული ადამიანი ვარ და ეს სიტყვებით კი არა, საქმით მტკიცდებაო. როგორც იცით, ქეცბაია ამ სეზონში აპოელ-ს წვრთნიდა, მისი გუნდი ლიდერობდა და რამდენიმე ტურით ადრე მოუწია პოსტის დატოვება. კლუბის ხელმძღვანელობა და ქეცბაია კონტრაქტის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ბევრს გაუკვირდა.

“აპოელი საუკეთესო გუნდია კვიპროსზე და დამსახურებულად გახდა ჩემპიონი. ვერავინ იტყვის, რომ მსაჯების გამო მოხდა ეს. ყველაზე დიდი პრობლემა ტრავმების სიმრავლე იყო, ამასთან, წნეხი მოდიოდა გუნდზე. მე მწვრთნელი ვარ და საუკეთესო 11 ფეხბურთელი უნდა გავიყვანო მინდორზე. თუმცა გეტყვით, რომ არანაირი პრობლემა არ მქონია აპოელის ფეხბურთელებთან ურთიერთობაში. ძალიან გაწბილებული ვარ ხალხით, რომლებიც ცუდად მომექცნენ “ანორთოსისთან” შეხვედრისას. გავდივარ სტადიონზე და მესმის, “ქეცბაია მშიშარა” და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, კვიპროსი მიყვარს. საუკეთესო შედეგებს მივაღწიე კვიპროსზე, ჯერ როგორც ფეხბურთელმა, მერე როგორც მწვრთნელმა” – განაცხადა ქეცბაიამ კვიპროსულ ტელეარხზე საუბრისას.

0.125559