კალათბურთი

19:38 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“კლივლენდი” ნბა-ს ისტორიაში მეხუთეა

“კლივლენდ კავალიერსი” ნბა-ს ისტორიაში მეხუთე გუნდი გახდა, ვინც პლეი-ოფში ზედიზედ 9-დან ცხრა შეხვედრა მოიგო.

“კავალიერსმა” “ბოსტონს” სერია 4:0 მოუგო, შემდეგ “ატლანტას” 4:0 და კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში “ტორონტო” 115:84 გაანადგურა.

1949/50 წლების სეზონში “მინეაპოლის ლეიკერსმა” პლეი-ოფში ზედიზედ 9 შეხვედრა მოიგო, 1981/82 წლებში “ლოს ანჯელეს ლეიკერსმა” აჩვენა იგივე შედეგი, “ნიუ ჯერსი ნეტსმა” 2002/03 წლებში 10 შეხვედრაში იმარჯვა, რაც 2011/12 წლებში “სან ანტონიო სპურსმა” გაიმეორა.

0.125058