ფეხბურთი

17:01 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ნაპოლიმ” ახალ სეზონზე ზრუნვა უკვე დაიწყო

იტალიის ვიცე-ჩემპიონმა “ნაპოლიმ” დამდეგი სეზონისთვის პირველი ტრანსფერი გაჩარხა. გამოცემა “გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, ამიერიდან ნეაპოლიტანური გუნდი ღირსებას “ემპოლის” ყოფილი მცველი ლორენცო ტონელი დაიცავს. ჯერჯერობით ტრანსფერის სხვა დეტალები არ ხმაურდება. ცნობილია, რომ ტონელი ნეაპოლში სამედიცინო შემოწმებისთვის უკვე იმყოფებოდა.

26 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ტოსკანური გუნდის რიგებში 26 მატჩში 2 გოლის გატანა შეძლო. აღსანიშნავია, რომ “ნაპოლის” თავკაცი მაურიციო სარი ლორენცოს შესაძლებლობებს კარგად იცნობს, რადგან 2014-2015 წლების სეზონში “ემპოლიში” ერთად მუშაობდნენ. ტონელი იტალიის ნაკრების მოსამზადებელ შეკრებაზეცაა მიწვეული და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრების შანსი აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109049