ფეხბურთი

19:22 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბალოტელის ესპანეთში უხმობენ

ინგლისური “ლივერპულის” იტალიელი თავდამსხმელი მარიო ბალოტელი, რომელიც იჯარის წესით ჯერ კიდევ იტალიურ “მილანში” თამაშობს, შესაძლოა, ახალი სეზონიდან ბარსელონას “ესპანიოლში” ვიხილოთ. ამის შესახებ ესპანური მედია იწუყება.

ჯერჯერობით უცნობია კატალონელები ჭირვეული იტალიელის შეძენას აპირებენ თუ საიჯარო ხელშეკრულებით დამატებას.

ისე კი, შეგახსენებთ, რომ მარიომ 2015-2016 წლების სეზონში “მილანის” რიგებში 22 თამაში ჩაატარა და მეტოქეთა კარი მხოლოდ 3-ჯერ აიღო. მას “ლივერპულთან” კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს, თუმცა ცნობილია, რომ იურგენ კლოპის გეგმებში სუპერმარიო არ ჯდება.

0.115892