ფეხბურთი

15:24 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯილარდინო დელ პიეროსა და სინიორის დაწევით ბედნიერია

იტალიური “პალერმოს” თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო სერია A-ში გატანილი გოლების მიხედვით ალესანდრო დელ პიეროსა და ჯუზეპე სინიორის გაუთანაბრდა. ახლა სამივე ზემოხსენებულ მოთამაშეს იტალიის ელიტარულ ლიგაში 188-188 გოლი აქვთ გატანილი. მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონმა აღნიშნულ რიცხვს იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში უწია, როდესაც “ვერონას” გაუტანა და თავისი გუნდი ქვედა ლიგაში დაქვეითებისგან იხსნა.

33 წლის ჯილარდინოს თქმით, ბედნიერია, რომ უდიდეს ფეხბურთელებს გაუტოლდა გატანილ გოლების მიხედვით:

“კმაყოფილი ვარ, რომ ორნიშნა რიცხვს ვუწიე და ჩემპიონატში 10 გოლი გავიტანე. მადლობა ამისთვის ჩემს თანაგუნდელებს, რადგან მათ გარეშე ვერაფერს გავაკეთებდი. ადვილი არაა ბევრი გოლის გატანა და ისეთ ლეგენდებთან გატოლება, როგორებიც დელ პიერო და სინიორია” – უთხრა ვეტერანმა ფორვარდმა “სქაი სპორტს”.

ჯილარდინოს სერია A-ში “პიაჩენცას”, “ვერონას”, “პარმას”, “მილანის”, “ფიორენტინას”, “ჯენოას”, “ბოლონიასა” და “პალერმოს” მაისურით აქვს ხსენებული რაოდენობის გოლები გატანილი. წესით, ალბერტოს 200-იანთა წევრობაც არ უნდა გაუძნელდეს, რადგან იქამდე 12 გოლი აშორებს და არცთუ ისე საგანგაშო ასაკშია...

0.122921