ფეხბურთი

14:53 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: "ლივერპული" ახალი მწვრთნელის ხელში შეიცვალა"

"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა უნაი ემერიმ "ლივერპულთან" გასამართი ევროპა ლიგის ფინალამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ "ლივერპული" სერიოზული კონკურენტია, თუმცა ანდალუსიელები ევროპა ლიგის ისტორიაში შესვლას შეეცდებიან.

"ფეხბურთი შანსს ყოველთვის იძლევა. რაც გასულ წლებში გავაკეთეთ, შესანიშნავია და არ უნდა შევჩერდეთ. "სევილიას" გულშემატკივრები კლუბს უყურებენ როგორც მეორე ცოლს ან მეგობარ გოგონას.

"ლივერპული" მსოფლიოს ათ საუკეთესო კლუბს შორისაა. მათ ყველაფერი აქვთ მოგებული. "მერსისაიდელები" ახალი მწვრთნელის ხელში შეიცვალნენ და ეს ბედნიერი გუნდია. "ლივერპული" "ბილბაოს" მსგავსია და 100%-ით იხარჯება. ჩემ ფეხბურთელებს განსაკუთრებული თვისებები აქვთ და ეს ფინალში უნდა გამოვიყენოთ. გვინდა ჩვენი სახელი ევროპა ლიგის ისტორიაში ჩავწეროთ." - ციტირებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ესპანელის სიტყვებს.

"სევილია" ევროპა ლიგის მოგების შემთხვევაში გახდება პირველი გუნდი, რომელმაც აღნიშნულ ტურნირზე ზედიზედ სამჯერ იმარჯვა. უნაი ემერის კი შანსი აქვს უეფას თასის სამგზის გამარჯვებულ ჯოვანი ტრაპატონის გაუთანაბრდეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.113563