ფეხბურთი

12:51 | 18.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

L’Equipe-მ იტალიელებს დასცინა...

ავტორიტეტულმა ფრანგულმა გამოცემა “ეკიპმა” მარკო ვერატისა და იტალიელებს დასცინა. გუშინ, ზემოხსენებული გამოცემის ტვიტერის გვერდზე გაჩნდა კარიკატურა, სადაც ვერატი საოპერაციო მაგიდაზეა გამოსახული, ხოლო მას თავზე ორი ექიმი ადგას – ერთი ამბობს: “მას არ ეძინა?!” – მეორე კი პასუხობს: “ეს იტალიური სიმულაციაა ძილში”...

მოკლედ, ფრანგებმა მეზობლებს კბილი კიდევ ერთხელ გაჰკრეს. პასუხად კი იტალიური გამოცემა “კორიერე დელო სპორტისგან” მიიღეს: “ფრანგი ბიძაშვილი არასდროს უშვებს შანსს, რომ ჩვენს ქვეყანას ირონიულად დასცინოს”.

შეგახსენებთ, ვერატიმ ოპერაცია ყატარის დედაქალაქ დოჰაში გაიკეთა, რის გამოც ახალგაზრდა ფეხბურთელს ევროპის ჩემპიონატი გაუცდება.

0.140287