სხვა

15:00 | 17.05.2016 | ნანახია [] - ჯერ

ეტლით მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატი დღეს იტალიაში ვაჟებს შორის შეჯიბრით გაიხსნება

იტალიის ქალაქი კასალე მონფერატო, დღეიდან ეტლით მოფარიკავეთა შორის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. კონტინენტის პირველობაზე მონაწილეობას საქართველოს ნაკრებიც მიიღებს. ვაჟებში ჩვენი ქვეყნის ღირსებას რომან აბაშიძე და თემო დადიანი დაიცავენ. გოგონებში კი ირმა ხეცურიანი, ნინი თიბილაშვილი და დიანა ჯიშიაშვილი გამოვლენ.

ქართული დელეგაცია თბილისიდან, სტამბოლის გავლით ტორინოს აეროპორტში ჩაფრინდა და ჩემპიონატის წინ, კაზალე მონფერანოს არენაში რეგისტრაციაც გაიარა. ევროპის ჩემპიონატს ვაჟები რაპირით ფარიკაობაში გახსნიან. ამავე სახეობაში გოგონებს შორის მომავალი პარაოლიმპიადის საგზურის მოპოვების ბოლო შანსი აქვს ირმა ხეცურიანს. ხმლით ფარიკაობაში ქართველები ყველა კატეგორიის ფავორიტებად მიიჩნევიან.

საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის პრესსამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.137455